სექტემბერი 29, 2023

ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატამდე 55 კაციანი სია შეადგინა,საიდანაც საუკეთესო 26 ფეხბურთელი ყატარში,მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.

 

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სიის გასაჯაროება არ სურდა,თუმცა  ერთ-ერთმა პრესტიჟულმა, ესპანურმა გამოცემამ, “Marca”-მ ,სია გაასაჯაროვა.

 

გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა  ესპანეთის ნაკრების ყოფილი დაცვის ლიდერები,ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი.

 

 

სერხიო რამოსს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ უხმო ნაკრებში ლუის ენრიკემ.მან   ბოლო  ევროპის ჩემპიონატზე რამოსი არ გამოიძახა  და გუნდის კაპიტნობა სერხიო ბუსკეცს გადააბარა.

 

რაც შეეხება პიკეს,მას სანაკრებო კარიერა რამდენიმე წელია დასრულებული აქვს,მაგრამ იწერებოდა,რომ ნაკრებში დაბრუნება სურდა.ამ სეზონში “ბლაუგრანას”მცველს მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

 

გასაკვირია ის ფაქტიც,რომ 55 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა დავიდ დე ხეა და ნაჩო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *