
ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის შესახებ,რომელსაც ვალენსიას უკავშირებენ.
თუ ესპანურ გამოცემებს დაუჯერებთ ეს ფეხბურთელი საბურთალოს ნახევარმცველი გიორგი გოჩოლეიშვილია.
21 წლის ფეხბურთელი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია,ის ასევე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.