
დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა. France football-მა წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელები დააჯილდოვა.
ხმების უმრავლესობით, ოქროს ბურთი ქარიმ ბენზემასა და ალექს პუტელას გადაეცა. ფრანგმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა,მაგრამ ბარსელონას ფეხბურთელს (პუტელასს) ინგლისელმა ბეთ მედმა თითქმის აჯობა.
ბეთი მეორე ადგილზე გავიდა. ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ვარსკვლავმა ბრწყინვალე წელი ჩაატარა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ზაფხულის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფში.