მარტი 29, 2024

მიკელ არტეტა გახდა არსენალის პირველი მწვრთნელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში პირველი 10 მატჩიდან ცხრა მოიგო.

“მეთოფეებმა” კვირას ლიდს იუნაიტედთან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს (1-0). ეს იყო გუნდის მეცხრე გამარჯვება ამ სეზონში.

136 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ ლონდონის გუნდმა ასეთ სტარტს მიაღწია. ერთადერთი მარცხი მანჩესტერ იუნაიტედთან იყო.
არსენალმა გაიტანა 24 გოლი, გაუშვა 10 და კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა და დაბრუნდა დივიზიონის მწვერვალზე.

ამ თვეში არტეტას კლუბის შემდეგი მეტოქე საუთჰემპტონი და ნოტინჰემ ფორესტი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *