ოქტომბერი 2, 2023

კილიან მბაპე ისევ განხილვის თემად იქცა. ფრანგის ავსტრიასთან გატანილი გოლის შემდეგ ყველა ტრანსფერზე ალაპარაკდა.

” ნაკრებში ძალიან თავისუფალი ვარ. შემიძლია მწვრთნელთან მივიდე და სხვა პოზიციაზე თამაში შევთავაზო,მაგრამ პარიზში (პსჟ) ეს არ შემიძლია. ” – თქვა მბაპემ. როგორც ჩანს, კილიანი უკმაყოფილოა მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშით და მეტი სივრცე სჭირდება.

მბაპეს ტრანსფერი უკვე დაუკავშირეს ლივერპულს, რომელსაც ფეხბურთელს თანხისა და სალაჰის სანაცვლოდ დაუთმობენ, მადრიდის რეალსა და არსენალს.  სხვათა შორის, ფორუმებზე, არსენალის ფანები ამ ამბით დიდად აღფრთოვანებულები არ ჩანან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *