
ფლორენტინო პერესმა მოიგო სასამართლო საქმე El Confidencial-ის წინააღმდეგ გასული წლის გაჟონილი აუდიოს გამო.
El Confidencial-ს მადრიდის რეალის პრეზიდენტისთვის კომპენსაციის სახით ერთი ევროს გადახდა დაეკისრა. პერესი დაჟინებით მოითხოვდა ამ თანხას იმის დასამტკიცებლად, რომ მთელი საქმე ეხებოდა პატივისცემასა და კონფიდენციალურობას და არა ფულს.
შეგახსენებთ, El Confidencial-მა გაავრცელა ფლორენტინოს რამდენიმე აუდიო ჯერ კიდევ 2021 წელს, სადაც მადრიდის პრეზიდენტის მხრიდან, რამდენიმე მოთამაშესა და მწვრთნელის მიმართ შეურაცმყოფელი სიტყვები ისმოდა.
გაურკვეველია, როგორ მიუწვდა El Confidencial-ს ამ აუდიოზე ხელი. ჩანაწერების გამოქვეყნებამდე, ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობდა კლუბის შანტაჟს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ.