მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა კაილ უოკერმა წარმატებული ოპერაცია ჩაიტარა, საზარდულის ტრავმის გამო, მაგრამ ინგლისელმა მცველმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.
32 წლის უოლკერი შეცვალეს 41 წუთის შემდეგ, როდესაც სიტიმ 2 ოქტომბერს მანჩესტერ იუნაიტედთან (6-3) გაიმარჯვა.
BBC Sport-ს თქმით, უოკერს აქვს კატარში ტურნირში მონააწილეობის შანსი იმის მიხედვით, თუ როგორ გადის მისი გამოჯანმრთელების საწყისი ეტაპები.
სიტის ბოსმა პეპ გვარდიოლამ ოთხშაბათს კოპენჰაგენთან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ (5-0) განაცხადა, რომ არ იცის იქნება თუ არა უოკერი მუნდიალისთვის შესაფერის მდგომარეობაში.
” ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უოკერის მდგომარეობა არ ვიცი”, – თქვა გვარდიოლამ.
სიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ “უფრო დეტალური პროგნოზი იქნება მოწოდებული მომავალ კვირას”შეგახსენებთ რომ უოკერს ინგლისის ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული და ფიზიკური ფორმის დასაბრუნებლად 7 კვირაზე ნაკლები რჩება.