
The Telegraph-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი რონალდუს გზაზე არ გადაუდგება, თუ პორტუგალიელი კლუბის დატოვება იანვარში მოისურვებს.
თავდაპირველად ტენ ჰაგი მტკიცედ ცდილობდა კრიშტიანოს გუნდში შენარჩუნებას, მაგრამ მისი შეხედულება ფორვარდის წასვლის სურვილზე შეიცვალა.
რონალდუ აპირებს მოძებნოს ადგილი, რომელიც იანვრიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს.
ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იანვრის ფანჯარაში შეთავაზების მიღების პერსპექტივას გაზრდის.