
“აბდეს სხვანაირი გრავიტაცია აქვს. მისნაირი ფეხბურთელები ცოტანი არიან”, – უთხრა ოსასუნას მთავარმა მწვრთნელმა იაგობა არასატემ Movistar-ს მას შემდეგ, რაც მისმა კლუბმა მადრიდის რეალს ქულები დააკარგვინა.
“ეს იყო პირველი თამაში, რომელიც მან სასტარტოში ითამაშა და აჩვენა ვინ არის სინამდვილეში. ფეხბურთელი, რომელიც მოთამაშეებს ერთი-ერთზე კარგად ხვდება და მამაცი,რომლის წყალობით, ასევე შევქმენით შანსები მეორე ფლანგზე. [გომესი]“, – დასძინა მწვრთნელმა.
აბდემ დანი კარვახალთან მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა. თავისი 7 დუელიდან 5 მოიგო.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი ბარსელონადან იჯარით სეზონის ბოლომდეა.