დეკემბერი 2, 2023

ჩვენ ახლა ვუშვებთ ერთნაირ გოლებს, ასე ვიტყოდი, სადაც არის ერთი და იმავე ხარვეზები”, – განაცხადა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე, როდესაც მიმდინარე სეზონში ლივერპულის დაცვაზე კითხეს.

„განსაკუთრებული პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ გვაქვს თავდაცვის მართლაც მამაცი გზა, როგორც წესი, და როდესაც ჩვენი დაცვის დრო არ არის სრულყოფილი, მაშინ კატასტროფა ხდება”

გერმანელმა,ასევე დაამატა, რომ ბრაიტონი ამ შეცდომებს კარგად იყენებდა.
„დაცვა ერთგვარი ხელოვნებაა და ის ჩვენთვის ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ როცა აღარ მუშაობს, ეტაპობრივად ხვდები, რომ უნდა დაუბრუნდე საფუძვლებს”.
ლივერპულმა სეზონის პირველ ცხრა მატჩში კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა, 14 გოლი გაუშვა – მათ შორის სამი გოლი ბრაიტონისგან გასულ შაბათ-კვირას.

ზეწოლას განიცდიან ჩემპიონთა ლიგაზეც, მას შემდეგ, რაც პირველ მატჩში “წითელბი” ნაპოლიმ 4-1 დაამარცხა. აიაქსთან გამარჯვების შემდეგ, ამ სამშაბათს, რეინჯერსს დაუპირისპირდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *