
უეფა ექსპერიმენტებს არ წყვეტს. ერთა ლიგის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ჯერიც დადგა. უმაღლესი საფეხბურთო ასოციაცია აპირებს რომ ახალი ტურნირი დაარსოს,რომელშიც მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მიიღებს.
L’Equipe-ის ცნობით, ტურნირი „ოთხთა ფინალის“ მსგავსი იქნება. სავარაუდო განხორციელების დრო 2024 წელია. საინტერესოა ისიც რომ შესაძლოა პირველი ტურნირი არა ევროპაში,არამედ ა.შ.შ.-ში ჩატარდეს.
ჯერ არ არის ცნობილი რა კრიტერიუმებით აირჩევა 3 კლუბი,რომელიც არ იქნება ლიგის გამარჯვებული. შეგახსენებთ რომ პირველ გათმაშებაში მონაწილეობას არა წლევანდელი ჩემპიონი მადრიდის რეალი,არამედ 2023 წლის უჩლ-ს ჩემპიონი მიიღებს.