დეკემბერი 8, 2023

პროკურორები ამტკიცებენ, რომ ბლატერის უეფა-ს ყოფილ პრეზიდენტ პლატინისთვის გადახდილი 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (£1.6 მილიონი) უკანონო იყო. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ბელინზონაში, შვეიცარიაში,მაგრამ ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულად ცნობს.

 

სასამართლო პროცესის დაწყება ოთხშაბათს ერთი დღით გადაიდო მას შემდეგ, რაც ბლატერმა განაცხადა, რომ ის ძალიან ავად იყო ჩვენების მისაცემად.

86 წლისამ ჩვენება მისცა ხუთშაბათს და თქვა, რომ მან სთხოვა პლატინის გამხდარიყო მისი მრჩეველი, როდესაც ის პირველად დაინიშნა ფეხბურთის მსოფლიო მმართველი ორგანოს პრეზიდენტად 1998 წელს.

 

საფრანგეთის ყოფილ კაპიტანს სურდა 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (£816,030) წელიწადში, მაგრამ ბლატერმა უთხრა, რომ ფიფას არ შეეძლო ამ საფასურის გადახდა. სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ  300,000 შვეიცარიულ ფრანკზე (£ 244,809) წელიწადში, ხოლო დარჩენილი თანხა მოგვიანებით უნდა გადაეხადათ.

 

ბლატერმა სასამართლოს განუცხადა რომ მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს  „ჯენტლმენურ შეთანხმებაზე“ წავიდნენ.

 

ასევე დაამატა: “ეს იყო შეთანხმება ორ სპორტსმენს შორის. ამაში ცუდი არაფერია“

 

ოქროს ბურთის სამგზის გამარჯვებულმა, 66 წლის პლატინიმ თქვა: “მე ვენდობოდი პრეზიდენტს და ვიცოდი, რომ ერთ დღეს გადამიხდიდა დარჩენილ ფულს”.

წყვილს ფეხბურთში მონაწილეობა 2015 წელს აეკრძალა და ბრალი გასული წლის ნოემბერში წაუყენეს.

 

შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ დაადანაშაულა ბლატერი და პლატინი “თაღლითობაში, მითვისებაში, კრიმინალურ და  არასათანადო მენეჯმენტში, ასევე დოკუმენტის გაყალბებაში”.

 

პლატინიმ, რომელსაც ასევე ბრალად ედება თანამზრახველობა, თქვა, რომ თვლიდა, აკრძალვა იყო მიზანმიმართული მცდელობა, შეეჩერებინა იგი 2015 წელს ფიფას პრეზიდენტად გამხდარიყო.

 

სასამართლო პროცესი 22 ივნისს უნდა დასრულდეს, განაჩენი კი 8 ივლისს გამოცხადდება.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *