მარტი 22, 2023

დღეს, 10 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, სატურნირო მოტივაციის გარეშე დარჩენილი “ვალენსია” “ბეტისს” უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილსა და მის თანაგუნდელებს რამდენიმე დღის წინ, თასის ფინალში მარცხისთვის რევანში შეუძლიათ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ქართველი კიპერის შესახებაც ისაუბრა:

“მამარდაშვილის თამაში კმაყოფილებით მავსებს. ფეხბურთელების პოტენციალის შეფასება სწორად შემიძლია. როდესაც გიორგი მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოიყვანეს, მე ამას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მასში პოტენციალი დავინახე. საერთო შრომით, ჩვენ შევძელით და ის დიდი ფეხბურთელი გავხადეთ. მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც კარგად მუშაობს, მაგრამ უნდა გააუმჯობესოს თამაშის გარკვეული

ასპექტები, მაგალითად, ფეხით თამაში და იყოს უფრო მშვიდი გადაწყვეტილებების მიღებისას. ის ძალიან გვეხმარება და კარგ თამაშებს ატარებს”.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.