სექტემბერი 22, 2023

მეისონ გრინვუდი იანვარში დააკავეს მას შემდეგ, რაც სურათები და ვიდეო გამოქვეყნდა ინტერნეტში; ის ასევე დაიკითხა მკვლელობის მუქარის ბრალდებით; გრინვუდი გაათავისუფლეს გირაოთი, რომელსაც ვადა შაბათს ეწურება.

 

20 წლის ახალგაზრდა იანვარში დააკავეს მას შემდეგ რაც ინტერნეტში თავისმა გელფრენდმა გამოაქვეყნა ვიდეო,სადაც ნაჩვენებია ფიზიკური და მორალური დისკრიმინაცია გნირვუდის მხრიდან.

გამოძიების განახლებისას, მანჩესტერის პოლიციამ თქვა: ”ჩვენ ვაგრძელებთ კვირას, 30 იანვარს, ჩვენთვის მოწოდებული მოხსენების გამოძიებას ონლაინ სოციალური მედიის სურათებისა და ვიდეოების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნებულია ქალის მიერ ფიზიკური ძალადობის ინციდენტების შესახებ.“

 

ქალის გაუპატიურების, თავდასხმასა და მკვლელობის მუქარაში ეჭვმიტანილი 20 წლის მამაკაცი ისევ პირობითი სასჯელით გარეთ რჩება.

„სასამართლოებში შეტანილია განცხადება მისი გირაოს გაგრძელების თაობაზე შაბათს, 30 აპრილს, მაგრამ მოსმენა მოსალოდნელია ივნისის შუა რიცხვებში“

 

ბრალდებების ინტერნეტში გავრცელებიდან რამდენიმე საათში, თავდამსხმელს – რომელმაც ერთი მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებში – შეუჩერეს ოლდ ტრაფორდის კლუბთან თამაში და ვარჯიში.

 

Nike-მა შეწყვიტა სპონსორობის ხელშეკრულება და Electronic Arts-მა დაადასტურა მისი ამოღება აქტიური გუნდებიდან Fifa 22-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *