თებერვალი 9, 2023

POSTV – ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს “ნაპოლის” მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის “ლილიდან” ტრანსფერის დროს.

 

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა “პარტენოპეიმ” ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა “იუვენტუსი”, რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის “ნაპოლის” და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.