
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლში ქურდებმა ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს.
ამ ამბავს “ნაპოლის” ფანები ეხმაურებიან და ხვიჩას მომხდარის გამო ბოდიშს უხდიან.
“კვარა, ეს ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით”
“ბიჭუნავ, მთელ ნეაპოლს უყვარხარ. ეს კრიმინალები ჩვენი ხალხის ძალიან მცირე ნაწილია”
“სხვა დროს ასეთი რამ არასდროს ხდებოდა. “ნაპოლის” ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა”
“იმედია, მანქანას ძალიან მალე იპოვიან და ქურდები დაისჯებიან”
“კვარა, ამ ამბავმა შენზე ცუდად არ იმოქმედოს. ჩვეულებრივ მიუდექი ყველაფერს”
ხვიჩამ პოლიციაში განაცხადი უკვე დაწერა და ვარჯიშზე ჩვეულებრივად გამოცხადდა.