• იანვარი 27, 2022 2:38 pm

კირკიტაძემ “სამგურალი” დატოვა

წყალტუბოს “სამგურალში” დიდი ცვლილებებია. გუნდს გიორგი მიქაძის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც სოსო ფრუიძე ჩაანაცვლა. გარდა ამისა, გუნდი რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელმა დატოვა. ერთ-ერთი მათგანი დავით კირკიტაძეა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

პირველ რიგში, როგორ შეაფასებდი აწ უკვე დასრულებულ სეზონს?

საბოლოო ჯამში გუნდისთვის ეს სეზონი ვფიქრობ დადებითად უნდა შეფასდეს. ეროვნული ლიგის დებიუტანტმა გუნდმა ელიტაში ადგილი უპრობლემოდ შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში, რაც მგონია რომ საკმაოდ კარგი შედეგია.

რა გახდა გუნდის დატოვების მიზეზი?

კლუბთან ხელშეკრულება დამისრულდა და სამომავლოდ თანამშრომლობა აღარ ვისურვეთ.

გაქვს თუ არა შემოთავაზებები და თუ გაქვს კონკრეტულად რომელ გუნდებზეა საუბარი?

არის საკმაოდ რეალური ვარიანტები, მაგრამ ამ მომენტში კონკრეტული გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

 

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს “სამგურალმა” ჩემპიონატში 41 ქულა დააგროვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. რაც შეეხება უშუალოდ კირკიტაძის მონაგარს – ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის ეგიდით ჩატარებულ 33 მატჩში თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.