ბოლო დროს არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ყაზანის “რუბინის” ქართველი ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. მათ შორის დორტუნდის “ბორუსიას” ვარიანტიც სახელდება.

 

რუსული გამოცემა Championat ამ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც “ყვითლები” მართლაც არიან 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებული.

 

“მას დიდი ხანია რაც აკვირდებიან, თუმცა, ახლა უკვე რეალურად ყიდვაზე მიდის საუბრები.”

 

“დიდი ალბათობით, ტრანსფერი ზამთარში ვერ შედგება, რადგან კლუბმა ვინმე უნდა გაყიდოს ხვიჩას შესაძენად.” – განუცხადეს გამოცემას “დორტმუნდში”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ