თბილისის “დინამოს” საფეხბურთო მენეჯერმა, ირაკლი ახვლედიანმა დაადასტურა, რომ კლუბი გამოცდილ ესპანელ თავდამსხმელს იმატებს.

კერძოდ, საუბარია “ლუგოს” აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელზე, კარლოს კასტროზე. 25 წლის ფორვარდი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

კასტრო წლების განმავლობაში გამოდიოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა ხიხონის “სპორტინგი”, “ლუგო” და “მალიორკა”. მას ერთი გოლი “ბარსელონას” კარშიც აქვს გატანილი.

კასტროს ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 550’000 ევროთი განისაზღვრება და ის “დინამოში” ვარჯიშს 30 სექტემბრიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ