ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედი” “ნაპოლის” 26 წლის ცენტრფორვარდით არკადიუშ მილიკით დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ მილიკი ახლოს იყო “რომაში” გადასვლასთან, გუნდებიც შეთანხმებულები იყვნენ სატრანსფერო ფასზე, მაგრამ პოლონელმა ფეხბურთელმა რომაელთათვის უაროფით შედეგი აჩვენა სამედიცინო შემოწმებაზე, კერძოდ მილიკს მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებს.

ამის მიუხედავად, “ნაპოლის” თავდამსხმელის მიმართ ინტერესი მაინც დიდიაა. “ტოტენჰემის” შემდეგ მისით კიდევ ერთ ინგლისური გუნდი დაინტერესდა. “ნიუკასლი” რომელიც არაბმა შეიხებმა შეიძინეს ჯერ-ჯერობით სატრანსფერო პერიოდში ჩუმად არის. კაჭკაჭებისგან რამდენიმე ხმაურიან ტრანფერს ელოდნენ, თუმცა სტივ ბრიუსის გუნდი პრაქტიკულად იგივე შეამდგენლობითაა. მილიკის შეძენის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად დატრიალდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ