• ორშ. აპრ 12th, 2021

იუნატედი სამი ფეხბურთელის შეძენასთანაა ახლოს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” რომელმაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელა და “აიაქსიდან” დონი ვან დე ბეეკი გადაიბირა, ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენასთანაა ახლოს. უცხოური მედია აქტიურად წერს რომ “ლაიპციგის” ფრანგი ცენტრალური მცველი დავიდ უპამეკანო დღედღეზე ინგლისურ გრანდს შეუერთდება, ვისაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაძლიერება მართლაც მართლებს, ფრანგი კი იდეალური ვარიანტია.

კვლავ არ წყდება ხმები ჯეიდონ სანჩოს “იუნატედში” გადასვლის თაობაზე. გუნდები ფასზე ვერ შეთანხმდენენ, დორტმუნდის ხელმძღვანელობა კი ფასის დაწევაზე არც კი ფიქრობს, არადა ახალგაზრდა ინგლისელი წითლების მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

ბოლო ფეხბურთელი, ვისი გადაბირებაც “იუნატედს” მალე შეუძლია სერხიო რეგილონია, რომელიც მადრიდის “რეალის” საკუთრებაა და გასული სეზონი “სევილიაში” იჯარით გაატარა. ფეხბურთელი ხმამაღლა აცხადებს, რომ ის სევილიაში ბედნიერია, მაგრამ როცა ინგლისის საუკეთესო გუნდი (ტიტულებით) გეპატიჟება რთულია ცდუნებას გაუძლო. არადა თუ რეგილონი “იუნატედში” გადავა ის წესით ძირითადი თერთმეტეულის წევრად უნდა მივიჩნიოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.