იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა “მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი საყრდენით ფრედის გადაბირებით დაინტერესდა, ვისთან ერთადაც ის დონეცკის “შახტარში” თამაშობდა. “რომას” ფეხბურთელის იჯარით აყვანა და გამოსყიდვის უფლების მინიჭება სურს. წესით ეს გარიგება უნდა შედგეს, რადგან “იუნაიტედში” დონი ვან დე ბეეკის გადასვლის შემდეგ ფრედის პოიზციები შეირყა. არადა ის გასულ სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და საერთო ჯამში 50 მატჩის გამართვა მოასწრო რაც ჩინებული შედეგია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ