როგორც მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონაში” რევოლუცია მიმდინარეობს. გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა და კიდევ დატოვებენ. წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი აწ უკვე ვეტერანი ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალია, რომელსაც მსურველები მისთვის კარგად ნაცნობი ლიგიდან ჰყავს. როგორც იცით, ვიდალმა კარიერის საუკეთესო წლები იტალიის სერია A-ში გაატარა და ბედი მას კვლავ უკან აბრუნებს. ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურადაა დაინტერესებული მილანის “ინტერი”, რომელიც მზადაა ფეხბურთელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, თუმცა მხარეები ხელფასზე მოლაპარაკებებს ვერ ახერხებენ. ვიდალმა საბოლოო წინადადებით მიმართ იტალიურ კლუბს და ის წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიელთა პასუხი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გასულ სეზონში 33 წლის ვიდალმა ყველა ტურნირზე “ბარსელონას” მაისურით 44 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ