ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესის “მანჩესტერ სიტიში” გაყიდვას დათანხმდა.

 

წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან “ქალაქელებს” ლეო 280 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმონ. ამასთანავე, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ალტერნატულ ვარიანტსაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ინგლისელებს 134 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო დანარჩენი თანხის სანაცვლოდ “ბარსაში” ფეხბურთელებს გაუშვებენ.

 

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მესის 700 მილიონზე ნაკლებად არ შეელეოდა, თუმცა მოგვიანებით გასაჯაროებული ცნობებით, კონტრაქტში გასასხვისებელ თანხად აუცილებლად 700 მილიონი ევრო არაა მითითებული.

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ “სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონაში

ლეოსთან მოსალაპარაკებლად და მის მომავალზე სასაუბროდ ჩავიდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ