ინგლისური მედიის ინფორმაციით “ვესტ ჰემის” შოტლანდიელი მწვრთნელი დევიდ მოიესი აქტიურადაა დაინტერესებული 24 წლის უკრაინელი მცველით მიკოლა მატვინენკოთი. აღსაშნიშნავია, რომ “შახტარის” უკანახაზელით სხვა პრემიერლიგური კლუბებიც ინტერესდებიან. “ვეტს ჰემს” კონკურენტად “ლიდს იუნაიტედი”, “ვულვერჰემპტონი” და ლივერპულის “ევერტონი” ჰყავს. 24 წლის მატვინენკოს თამაში როგორც დაცვის ცენტრში ისე მარცხენა ფლანგზეც შეუძლია, მან გასულ სეზონში “შახტარის” მაისურით 39 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა, მატვინენკოს ფასი 20 მილიონს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ