ესპანური “სოსიედადი” გაძლიერებას განაგრძობს. დავიდ სილვას გადაბირების შემდეგ გუნდის რადარზე იტალიური “ნაპოლის” 35 წლის ცენტრფორვარდი ფერნანდო ლორენტე მოექცა. ესპანელი ფეხბურთელი ლა ლიგაშ დაბრუნების წინააღმდეგი არაა თუმცა მას თამაში მის ყოფილ კლუბ “ბილბაოში” სურს, სადაც ლორენტე 9 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. თუმცა, ფაქტია რომ “სოსიედადს” მომავალ სეზონში ამბიციური გეგმები ექნება და არ არის გამორიცხული ლორენტე ამ მიმზიდველმა პროექტმა დააინტერესოს. ლორენტეს “ნაპოლისთნა” კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება. მან გასულ სეზონში 24 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ