“ბორნმუთის” 22 წლის ინგლისელი მეკარე აარონ რამსდეილი ახლოს არის აგვისტოს ბოლომდე “შეფილდ იუნაიტედში” გადასვლასთან. მართალია “ბორნმუთი” პრემიერლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ახალგაზრდა კიპერმა თავი კარგად წარმოაჩინა და სხვადასხვა გუნდების ყურადღება მიიპყრო. “ალუბლები” ნელ-ნელა კარგავენ რიგ ფეხბურთელებს. გუნდი უკვე დატოვეს ნათან აკემ, ასევე ახლოს არის აარონ ბრუკსი “ლივერპულში” გადასვლასთან და ახლა ჯერი რამსდეილზე მიდგა. “შეფილდი” მზად არის 22 წლის მეკარეში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავის მხრივ, “შეფილდმა” რომელსაც პრემიერლიგაში დაბრუნება ბრწყინვალედ გამოუვიდა თავისი გუნდის ლიდერს, მეკარე დენ ჰენდერსონს “მან.იუნ”-ს დაუბრუნებს, რომელიც იჯარით ჰყავდა აყვანილი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ