საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გენტის” ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.
გამოცემა todofichajes-ის ინფორმაციით, “ვალენსია” სერიოზულად არის დაინტერესებული 20 წლის ფეხბურთელის დამატებით და ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყო.
წყაროს ცნობით, “ბუფალოები” ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა “ვალენსია” ამ წინადადებას.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ “გენტთან” კონტრაქტი სულ ახლახანს გაახანგრძლივა 2023 წლამდე.