აპრილი 16, 2024

ნიდერლანდულ მედიაში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

 

როგორც იწერება, წინა მენეჯმენტის ხელში განხორციელებული ტრანსფერების აბსოლუტურმა უმეტესობაც ვერ გაამართლა და ახალ ბოსებს გუნდის გაწმენდა სურთ.

 

ირკვევა, რომ იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ამსტერდამელები ზაფხულში გაყიდიან, ქართველი შემტევიც იმყოფება.

 

აღსანიშნავია, რომ “აიაქსმა” გიორგიში 16 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა 9-მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ ნიდერლანდელებმა იგი იჯარით ისევ “მეცში” დააბრუნეს.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხად შეელევა კლუბი ქართველ თავდამსხმელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *