ოქტომბერი 11, 2024

28 წლის ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე მიმდინარე სეზონში “კრაკოვიასთან” მაისურით ბრწყინვალედ ასპარეზობს.

 

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ტომაშ ვლოდარჩიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ ოთარ კაკაბაძე “კრემონეზეში” ითამაშებს.

 

ქართველო ფეხბურთელი და “კრაკოვია” ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან, რადგან ფეხბურთელის პრიორიტეტი იტალიაში თამაში გახლავთ.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიური გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი იცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *