თებერვალი 21, 2024

ქართველი ფეხბურთელი, ლუკა გაგნიძე უკვე მე-2 სეზონის მოსკოვის “დინამოს” მაისურით ასპარეზობს.

 

ლუკას აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

 

“ლუკას თაობაზე შემოთავაზება გვაქვს, თუმცა ის გუნდს არ დატოვებს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლუკამ კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, შემდეგ კი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა, “ურალსა” და “რაკუვში” განათხოვრების შემდეგ კი კვლავ რუსულ გუნდს დაუბრუნდა.

 

მომზადებულია Crystalsport-ის მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *