ივნისი 22, 2024

ბათუმის დინამოს ფეხბურთელი, ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას ყაზახეთში, ასტანის ჟენისში გააგრძელებს.

 

26 წლის შემტევი ნახევარმცველი ბათუმურ გუნდს 2022 წელს შეუერთდა და მათთან ერთად ეროვნული ლიგის ჩემპიონიც გახდა.

 

ჟენისის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა, რომელმაც გუნდი წინა სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა. ასტანური კლუბი ახალ სეზონს ყაზახეთის რანგით უმაღლეს ლიგაში დაიწყებს. გასულ წელს ჟენისმა პირველი დივიზიონი მე-3 პოზიციაზე დაასრულა და ყაზახეთის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *