ივნისი 22, 2024

ბორდომ” დავითაშვილის თაობაზე საუდის არაბეთიდან შესანიშნავი შეთავაზება მიიღო, თუმცა ქართველ შემტევს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, აზიური კლუბის შეთავაზებამ “ჟირონდელები” დააკმაყოფილა, თუმცა ტრანსფერზე კატეგორიული უარი თავად ზურიკომ განაცხადა.

 

ჯერჯერობით უცნობია, გაასხვისებს თუ არა ფრანგული კლუბი ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.

 

შეგახსენებთ, დავითაშვილს “ბორდოსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

 

მიმდინარე სეზონში ზურიკომ “ჟირონდელთა” მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *