თებერვალი 21, 2024

WebGirondins-ი წერს, რომ “ბორდო”, შესაძლოა, გუნდის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაჭრას რამდენიმე მოთამაშის გასხვისებით აპირებენ, მათ შორის, სიაში შესაძლოა, ჩვენებურიც იყოს.

 

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ორი გუნდი ინტერესდება. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური აზიის წარმომადგენელია.

 

ყველაფერი საბოლოოდ დავითაშვილის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. ის ჟირონდელთა ხელმძღვანელობას შეხვდება და სამომავლო გეგმებზე დაელაპარაკება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *