თებერვალი 21, 2024

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი-საბა გოგლიჩიძე “ემპოლიმ” ოფიციალურად წარადგინა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ინფორმაცია “ემპოლის” ოფიციალურ სოც.ქსელებში ვრცელდება.

ახალგაზრდა მცველი “ტორპედოს” აღზრდილია. წინა სეზონის განმავლობაში მან 14 მატჩში ითამაშა და აღსანიშნავია,რომ ის იმ ფეხბურთელებს შორისაა, ვინც სეზონი წაუგებლად დაასრულა.

“ემპოლი” სერია A-ში 13 ქულით მე-19 ადგილზეა. მოგეხსენებათ რომ, წლების განმავლობაში ამ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თამაშობდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საბა გოგლიჩიძის ტრანსფერში და მისი მენეჯერია.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *