თებერვალი 21, 2024

“აიაქსის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე “მეცში” 6 თვიანი იჯარით დაბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას Voetbal International-ი ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, მხარეებმა გარიგება შეათანხმეს და მალე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.

 

გამოცემის ინფორმაციით, “მეცს” ქართველი ფორვარდის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

 

შეგახსენებთ, მიქაუტაძე “აიაქსს” გასულ ზაფხულს, სწორედ ფრანგული კლუბიდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, “მეცი” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *