თებერვალი 21, 2024

საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო.

 

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძე “უოტფორდის” ხელმძღვანელობას ესაუბრა იმის შესახებ, რომ სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო და გუნდის დატოვება სურდა.

 

ჩაკვეს მიზანი მარტში გასამართი შეხვედრისთვის ფორმაში ყოფნა გახლდათ, სწორედ ამიტომ გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა, თუმცა “უოტფორდი” უარზეა.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “კარაგუმრუკის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ გიორგის თავის გუნდში გადასვლა შესთავაზა, ჩაკვეს დაბრუნებით ინტერესდება ბრატისლავა “სლოვანიც”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *