ოქტომბერი 12, 2024

იტალიურმა გამოცემა “Calciomercato”-მ “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის, შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

 

წყაროს ცნობით, მილანის “ინტერი” ქართველი კარის დარაჯის გადაბირებისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

 

იწერება, რომ “ნერაძური” გიორგის დამატებით ყველაზე დაინტერესებულ კლუბებს შორისაა და მზადაა, მისთვის 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.

 

რაც შეეხება “ვალენსიას” პოზიციას, ირკვევა, რომ “ღამურები” 23 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ იან ზომერს მილანურ კლუბში დიდი ნდობა აქვს მოპოვებული, თუმცა მისი ასაკის გამო, ცხადია, იტალიელიები შვეიცარიელის შემცვლელის მოყვანაზე ზრუნავს უკვე იწებენ. ერთ-ერთი პირველი კანდიდატი კი საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარეა.

 

აქვე გეტყვით, რომ მამარდას თავის ვალენსიურ კარიერაში უკვე 24 მშრალად შენახული კარი დაუგროვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *