თებერვალი 21, 2024

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 24 წლოს ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს “უოტფორდში” ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

 

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრატისლავა “სლოვანი” გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე გეგმავს.

 

“გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ვმუშაობთ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება”. – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

 

უახლოეს დღეებში გიორგი ჩაკვეტაძესა და “უოტფორდის” ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია შედგება.

 

24 წლის ქართველ ნახევარმცველს სურს, რომ მარტის სანაკრებო პაუზას შეხვდეს, ამიტომაც, გუნდი თუ მას მეტ სათამაშო დროს არ შესთავაზებს “სლოვანში” დაბრუნდება.

 

ცნობისთვის, ბრატისლავურ გუნდში ჯაბა კანკავა და გურამ კაშიაც თამაშობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *