თებერვალი 21, 2024

ქუთაისის ტორპედოს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს კლუბი დააინტერესა. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს ფროზინონე აკვირდება.

 

“ფროზინონეს სატრანსფერო ბაზრის ჰორიზონტზე ახალი სამიზნე გამოჩნდა. გავრცელებული ხმებით, ფროზინონე ქუთაისის ტორპედოს იმედისმომცემ ცენტრალურ მცველს, საბა გოგლიჩიძეს აკვირდება.

 

გოგლიჩიძე 2004 წელს არის დაბადებული და მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამკაციან, ისე ოთხკაციან დაცვის ხაზში. ის მარჯვენაა, სწრაფია და გამოირჩევა ხასიათის სიმტკიცით. ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლებით, ხშირად ადარებენ მის გაცილებით ცნობილ თანამემამულეს, მილანის ყოფილ ფეხბურთელს, კახაბერ კალაძეს. რა თქმა უნდა, ამ შედარების სისწორეს დრო გამოაჩენს, მაგრამ გოგლიჩიძეს სურს მის კვალს გაყვეს და ოცნებობს მსგავს კარიერაზე.

 

“იადონებს” სურთ 19 წლის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლითაც იამაყოს, თუმცა ფროზინონე ერთადერთი კლუბი არ არის. ამ ახალგაზრდა მცველით მოხიბლულია უდინეზეც”, – წერს Frosinone news.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *