ივლისი 13, 2024

ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას “ჩელსიში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შესაძლოა, ლონდონს მიაშუროს.

 

როგორც ირკვევა, “არისტოკრატებს” ჩვენებურის წარმომადგენლებთან არანაირი მოლაპარაკება არ აქვთ. “ჩელსიში” ახალ პროექტში მიხაილო მუდრიკის ეიმედებათ და მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მომავალში გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

 

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

Transfermarkt-ის მიხედვით, კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *