დეკემბერი 7, 2023

Fc Barcelona Notic-მა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის ევროპის კლუბების ნახევარს სურს და “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკო ძალიანაა დაინტერესებული ტრანსფერის განხორციელებით.

 

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ “ნაპოლიში” დიდებული სეზონი ჩაატარა, გუნდს 33 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა სკუდეტო, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი გახდა, ასეთი ტექნიკური უნარების მქონე ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ბევრს უნდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს ეჭვი არ ეპარება მის პოტენციალში და იმაში, რომ საბოლოოდ ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში გადავა.

 

“ბარსა” კვარაცხელიათი

ძალიანაა დაინტერესებული

 

“ბარსელონას” ფანები დიდ იმედებს ამყარებენ 2024 წლის ზაფხულზე, რადგან ქართველი ხავის სატრანსფერო სამიზნეთა სიაშია. კერძოდ, დეკო “ბლაუგრანას” ახალი შეტევის ფორმირების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს. თუმცა, “ნაპოლი” 170 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საქმეს ძალიან ართულებს.

 

ასეთი მაღალი ფასი “კულესთვის” სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რამეთუ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა დეკოსთვის პრიორიტეტია, კონკურენცია მძაფრია. ნიჭიერი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ და “რეალი” გამოხატავენ. ეს სიტუაცია მოლოდინის რეჟიმს ქმნის, ვინაიდან კატალონიური კლუბი გულდასმით აფასებს მისი შეძენის შესაძლებლობებს და ფიქრობს სტრატეგიაზე, რომლის მიხედვით მომავალში მისი სამსახურით იყოს უზრუნველყოფილი”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *