დეკემბერი 7, 2023

გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის “აიაქსში” კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, ჯერ სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა, ახლა კი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და 10-იანზე უწევს ასპარეზობა, რაც მისთვის კომფორტული სულაც არაა.

 

ფრანგული ferveurlyonnaise-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის სამსახურით “მეცი” და “ლიონი” ინტერესდებიან.

 

აქამდე ვიცოდით, რომ მიქაუტაძის დაბრუნება ყოფილ გუნდს, “მეცს” სურდა, ახლა კი საქმეში მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ლიონიც” ჩაერთო. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის.

 

ამრიგად, როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველ ფორვარდს გუნდის ხელახალი შერჩევა მოუწევს. “მეცი” მზადაა

ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, “ლიონი” კი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *