დეკემბერი 7, 2023

გიორგი მიქაუტაძეს, ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, ქართველი ფორვარდი დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

 

სამწუხაროდ, მოთამაშისთვის სიტუაცია არც ახალი მწვრთნელის მისვლამ შეცვალა. გუშინ ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დატოვა.

 

ამის ფონზე კი გიორგის ყოფილი გუნდი “მეცი” მის დაბრუნებაზე მუშაობს. L’equipe-ის ინფორმაციით, თუ დარჩენილ 2 თვეში “აიაქსში” მიქაუტაძის სათამაშო დრო არ გაიზრდება, ფრანგული კლუბი იანვარში 23 წლის ფორვარდის თაობაზე შეთავაზებას გააკეთებს.

 

გამოცემის ცნობით, “მეცი” ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით დაბრუნებას ეცდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *