დეკემბერი 7, 2023

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-11 ტურში “ვალენსია” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

შეხვედრის MVP გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც რამდენიმე საოცარი სეივი შემოგვთავაზა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართველის ასეთი პერფორმანსი უყურადღებოდ არ დარჩენილა.

 

ბრიტანული გამოცემა “90min” წერს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას ლონდონის “ჩელსის” სკაუტები ესწრებოდნენ.

 

როგორც ირკვევა, “ლურჯები” ახალი კარის დარაჯის ყიდვით არიან დაინტერესებულნი და კანდიდატებად მამარდა და უნაი სიმონი მოიაზრებიან.

 

ასე რომ, საინტერესო იქნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “არისტოკრატები” ქართველი კიპერის თაობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *