გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ლიგა 1- ში ახლახან აღზევებულ ,,მეცში” გააგრძელებს.
,,მეცს” ჩაკვეტაძე ბელგიური ,,გენტიდან” ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, თუმცა ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.
ბოლოს ქართველი ფეხბურთელი ,,სლოვანში” თამაშობდა.
,,მეცის” ღირსებას იცავს გიორგი მიქაუტაძეც, მაგრამ ის კლუბს დიდი ალბათობით ამ ზაფხულში დატოვებს.