
საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილზე ცნობებს ავრცელებს. იტალიელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა რომ ქართველი მეკარე მიუნხენის ბაიერნს სურს.
დღეს, ცნობილი გახდა რომ მამარდაშვილს ბუნდესლიგაში, კონკრეტულად ბაიერნში გადასვლის დიდი სურვილი აქვს. კლუბი მოლაპარაკების დაწყებას აპირებს.
“ბაიერნი უახლოს დღეებში გიორგი მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. მას ბაიერნში გადასვლა სურს. კლუბი კვლავ ჰარი კეინითაა დაკავებული, მაგრამ მამარდაშვილი მათ სიაშია და პასუხს ვალენსიასგან ელიან“, – თქვა რომანომ.
Bayern are expected to open concrete talks for Giorgi Mamardashvili in the next days. 🔴🇬🇪 #FCBayern
He’s understood to be keen on the move at Bayern.
Club still busy with Harry Kane as top priority target but Georgian GK is in the list, waiting for Valencia. pic.twitter.com/FQKSWTR8fk
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2023
ესპანურ კლუბს მეკარის გაშვება გადაწყვეტილი აქვთ და სატრანსფერო ფასი 20 მილიონამდეც კი დაწიეს.