
საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კლუბიდან წასვლა და შესვენების აღება გადაწყვიტა. იტალიური კლუბი ჯერ-ჯერობით მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.
ერთ-ერთი კანდიდატი,რომელსაც სპალეტის შემცვლელად მოიაზრებენ რაფაელ ბენიტესია. ბენიტესი ნაპოლის 2013-15 წლებში წვრთნიდა. Sky sports-თან ესპანელმა განაცხადა რომ მზად იყო ნაპოლისგან შეთავაზების მოსასმენად და დასათანხმებლადაც კი.
„ეს ის არის,რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო“- განაცხადა ბენიტესმა მენეჯერობაზე.
იკვეთება სხვა მხარეც, აურელიო დე ლაურენტისის აზრით ყოფილი მწვრთნელის დაბრუნება ცუდის ნიშანია და ამაში კარგს ვერაფერს ხედავს.