ივნისი 7, 2023

საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას ახალგაზრდა მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ზაფხულში გუნდიდან წასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია. როგორც მედიაში იწერება, “ღამურები” კრიზისში არიან, შესაბამისად, მის გაყიდვასა და შემოსავლის გაზრდას აპირებენ.

აქამდე მედიაში მამარდაშვილს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, ძირითადად პრემიერლიგის გუნდებზე იწერებოდა, ამჯერად კი, ინფორმაცია პორტუგალიური გრანდის, პორტუს მხრიდან ინტერესზე გავრცელდა, – ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა Bola na Red იუწყება.

წყაროს ცნობით, პორტუ მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ჩაერთო, მაგრამ ამ ტრანსფერს რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს – ქართველი მეკარის შეძენით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები და მისი გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ვალენსიას ლა ლიგა 2-ში დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა, მისმა ღირებულებამ დაიწიოს.

ბოლო შეხვედრაში გიორგის 5 სეივი ჰქონდა
ბოლო შეხვედრაში გიორგის 5 სეივი ჰქონდა

მიუხედავად ესპანური კლუბის კრიზისისა, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი დამსახურებაა, რომ ვალენსია ლა ლიგაში დარჩენის შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. რუბენ ბარახას გუნდს გასავარდნ ზონასთან 3 ქულა აშორებს. შემდეგ ტურში, 21 მაისს ვალენსია მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.