დეკემბერი 8, 2023

მიმდინარე სეზონში ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია და “მეცის” მაისურით გოლს-გოლზე იტანს.

 

 

გასაკვირი არაა, რომ მის მიმართ ინტერესი დიდი გახდა და სავარაუდოდ, ზაფხულიდან ახალ გუნდში ვიხილავთ.

 

ბრიტანული პრესის ცნობით, მიქაუტაძის შეძენით აქტიურად “ბარნლი” ინტერესდება და მზად არიან, მინიმუმ 12 მილიონი ევრო გადაიხადონ.

 

თავის მხრივ, თუ “მეცი” საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევდა, ისინი მიქაუტაძის შენარჩუნებას შეეცდებიან.

 

“ბარნლი” ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში გამოდის, თუმცა 98 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და პრემიერ ლიგის საგზური ფაქტობრივად მოპოვებული აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *